პეტრე ცაავა: ციანიდის სკანდალის შემდეგ, რაც იკადრა საპატრიარქომ, არაფერს არ გამოვრიცხავ (ვიდეო)

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან განყენებულმა მეუფე პეტრე ცაავამ ჭყონდიის ეპარქია დატოვა. მარტვილის საპარტიარქო რეზიდენციაში, ცაავამ წასვლამდე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მას ეკლესიიდან განკვეთის მოლოდინი აქვს.
“ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონების ფარგლებში, უსამართლობას და უწმინდურებას არ დავემორჩილები. მაგრამ უსამართლო დასჯების სერიები დაწყებულია”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
მამა პეტრე განცხადებით, ის ბრძოლას სიმართლისთვის ეკლესიის გარეთ აპირებს, თუმცა რა მეთოდებით არ დაუსახელებია.
“ციანიდის სკანდალის შემდეგ, რაც იკადრა საპატრიარქომ, არაფერს არ გამოვრიცხავ და ნდობასაც არ ვუცხადებ მათ სივრცეს”, – აღნიშნა ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები