სოხუმის ე.წ. მერმა „თანამდებობა“ დატოვა – „ბოდიშს ვუხდი იმათ, ვისაც ვერ დავეხმარე“

0

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის ე.წ. მერმა ადგურ ხარაზიამ „თანამდებობა“ დატოვა.

ამის შესახებ განცხადება თავად ხარაზიამ გაავრცელა.

მისი თქმით, „მუშაობის 5 წლის განმავლობაში ბევრი საქმე გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ონკანში წყალი ხშირად არ მოდის, მოქალაქეები ხშირად მშივრები იძინებენ, ხშირად დახმარების თხოვნით გვწერენ, ვიღაცა ავად არის. ბევრი ღამე გამითენებია მოქალაქეებზე ფიქრში. ბოდიშს ვუხდი იმათ, ვისაც ვერ დავეხმარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმის ახალ ე.წ. მერად კან კვარჩია უკვე დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი