არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს საკონსტიტუციო, საარჩევნო, განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, თანამშრომლობის ასპექტები კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, რასაც ის პოლიტიკური მხარდაჭერა ადასტურებს, რომელსაც საქართველო გერმანიის მხრიდან იღებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების და რეფორმების პროცესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი