“გააძლიერე ცვლილებისათვის”- პროექტის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

0

ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტ “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს მერის პირველი მოადგილე – დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.

პროექტი მიზანი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობაა. ხელმძღვანელი პირების თქმით, ისინი მზად არიან მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ პროექტში და ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაახლოვების კუთხით, შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა მხარეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის ორი წარმომადგენელი სასწავლო ვიზიტით ესპანეთში უკვე იმყოფებოდა, ახალგაზრდები კი ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, იტალიაში და ესპანეთში დეკემბრის თვეში გაემგზავრებიან. პროექტი ბორჯომის გარდა საქართველოს კიდევ სამ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ, რომელსაც მშვიდობისა და განვითარების აკადემია ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი