მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
21 წლის პაციენტი გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა.
ექიმების განცხადებით, დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მრავლობითი მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.