სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი დოლარი დაიხარჯება

0

14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14.6 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენაზე- სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს – გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები.

აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე, ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.

კომენტარები

კომენტარი