ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგება

0

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რაც ხელს არ შეუშლის სამანქანო მოძრაობას და ტრანსპორტი შეუფერხებლად შეძლებს მოძრაობას.

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობას. ავტომობილები ცალმხრივი გზით რუსთაველის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.

გველესიანის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი იქნება და აიკრძალება აღნიშნული ქუჩიდან დუმბაძის ქუჩაზე ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა შეიცვალა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა და საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები დამონტაჟდა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი