უკრაინა და თურქეთი ახალი თაობის დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატს შექმნიან

0

უკრაინული კომპანია „უკრსპეცექსპორტისა“ და თურქული კომპანია Baykar Defence-ის პირველი ერთობლივი პროექტი ახალი თაობის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი – „აკინჯი“იქნება.
ამის შესახებ უკრაინული კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ინფორმაციის მიხედვით, „აკინჯი“ 21-ე საუკუნის შეიარაღებული კონფლიქტების მოთხოვნების შესაბამისად მუშავდება და განკუთვნილი იქნება, პირველ ყოვლისა, თურქეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
„აკინჯის“ მთავარი უპირატესობა იქნება მაღალი სიზუსტის დარტყმის განხორციელება.
“უკრსპეცექსპორტმა” და Baykar Defence-მა მაღალი სიზუსტის იარაღისა და აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ერთობლივი საწარმო დააფუძნეს.

კომენტარები

კომენტარი