მამუკა ბახტაძე: პარლამენტში ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება

“პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აბაშაში, პარლამეენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთანდაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“საქართველოს პარლამენტში აუცილებლად წარვადგენ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ  ისევე, როგორც წარვადგენ ახალ პროექტებს, რომლებიც უნდა დაგვეხმაროს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც დღეს არის ჩვენი საზოგადოების წინაშე”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები