“თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე”

“თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ, ახალგაზრდების მოთხოვნით, არჩევნები 2024 წლიდან 2020 წელს გადმოიტანა.
„წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით – ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით და ეს არჩევნები 2024 წლიდან გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი, ნულოვანი ბარიერით გულისხმობს იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა, მიიღებს შესაბამის უმრავლესობის მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა, საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები