დავით მათიკაშვილი: ქონება არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში

“დღეს საუბარი იმაზე, ვინ იქნება ამ ქონების მყიდველი, თუკი მოხდება მისი რეალიზაცია, არის ზედმეტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გაყიდვასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებული განაცხადების თაობაზე აღნიშნა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ქონება არის ქიბარ ხალვაში საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როგორც თავად ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, მოხდება კონკურსის წესით ღიად, საჯაროდ. დღეს საუბარი იმაზე, ვინ იქნება ამ ქონების მყიდველი, თუკი მოხდება მისი რეალიზაცია, არის ზედმეტი. კომერციული გარიგება სრულად თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური კლიშეებისგან. ქონება არის ქიბარ ხალვაში საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები