“აგვისტოს ომის დროს არჩილ თალაკვაძის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქართველოს პოზიციას აძლიერებს” – სად იყო ის ომის დღეებში

„აგვისტოს ომის დროს, არჩილ თალაკვაძის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქართველოს პოზიციას აძლიერებს“, – გადაცემაში “პირისპირ” ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ საუბრობს.

„მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ (არასამთავრობოებს) ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფთან ერთად შევიდა ოკუპირებულ სოფლებში.

მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხინვალს შორის მდებარე ტერიტორიაც და თითოეული დამწვარი სახლი, თითოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში“, – ასე ეხმიანება გადაცემაში “პირისპირ” ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის როლს, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა.

„მიდის გამოძიება საერთაშორისო დონეზე. ერთი მხრივ, სტრასბურგის სასამართლოში არის საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო მოიგებს ამ საჩივარს და ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არის ჩვენი მხრიდან წარდგენილი, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ, საერთოდ გააქრო, ქვეყანაში არ იყო ეს მტკიცებულებები და უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ დაგვებრუნებინა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, რუსეთის მხარე  შოკში იყო.

„პირდაპირ ვიტყვი: რუსეთის მხარე იყო შოკში, როდესაც ეს მტკიცებულებები მათ დავუდეთ. და მეორე, ჰააგის სასამართლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელშიც საჩივარი შეიტანა არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხინვალს შორის მდებარე ტერიტორიაც და თითოეული დამწვარი სახლი, თითოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები – ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო: PIA.GE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები