“ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი არ ეგუება საქართველოს ოკუპაციას”

“საერთაშორისო საზოგადოება არ ეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომლებიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობასთან ერთად, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები