ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი ღარიბაშვილს “დავესესხები” – რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი და ეს “ნაციონალური მოძრაობაა”

„ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად გასცდა რაციონალურ საზღვრებს. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის საერთოდ ირაციონალური განცხადებები, მან დაადანაშაულა ყველა ჩვენი დასავლელი მოკავშირე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, კბილებით იცავდა ჩვენს ქვეყანას და კლოუნებად, ჯამბაზებად მოიხსენია”, – ეს განცხადება ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები, რომ აგვისტოს ომის თემაზე საუბარი აზარალებს ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯს, ეს არის სრული ბლეფი, სრული აბსურდი.
„დიახ, უნდა გაიხსნას და გაიმართოს ფართო დისკუსია ყველაფერზე. თითოეულმა ჩვენგანმა, მოსახლეობამ უნდა გაიგოს სიმართლე, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. დასავლეთში, სამწუხაროდ, ყველას – მოყვარესაც და მტერსაც გადაღეჭილი აქვს აგვისტოს ომის თემა  ანალიტიკურ და მეცნიერულ დონეზე. ამიტომ, დღევანდელი განცხადებები, რითაც “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ამ თემებზე საუბრით დააზარალოს ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯი, ეს არის სრული ბლეფი, სრული აბსურდი. მე აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი, თითქოს, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეს მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. “დავესესხები” ირაკლი ღარიბაშვილს – დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი და ეს არის ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები