აშშ მოუწოდებს რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მიმართავს, რომ მან 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
ორტაგუსმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, 190 000-მდე მოქალაქეს იძულებით გადაადგილება მოუწია.
გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელში დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი დასრულდება, სოფელი მოწყდება საირიგაციო სისტემას. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას. როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლებას, რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია არის გაერო-ს წესდების პრინციპების, ჰელსინკის აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევა.
აშშ მოუწოდებს რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად.
და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს“, – აღნიშნა მორგან ორტაგუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები