ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

2019 წლის 7 აგვისტოს  აშშ-ში საქართველოს საელჩომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა. ელჩმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და 2008 წლის ომის შედეგებზე ისაუბრა.
დავით ბაქრაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მიღწეულ უპრეცედენტო მზარდაჭერას, რაც გამოიხატება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დამტკიცებით, რომელთა შორის აშშ-ის მხრიდან თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე მხარდაჭერის აყვანის გამოხატულებაა რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის 10 წლის თავზე კონგრესში ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”. ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას
საღამოზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში – ჯორჯ კენტმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქისრა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
საელჩოში გამართულ ხსოვნის საღამოზე  საქართველოს ახალგაზრდა ელჩის – ტატო ოქრუაშვილისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის – თედო რეხვიაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის – „მხატვრები მშვიდობისთვის” ფარგლებში  აშშ-ში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრებმა აგვისტოს ომის თემაზე ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები