მიხეილ სააკაშვილი: დასავლელი პოლიტიკოსები ზოგჯერ ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები

„დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტიქტიც ის გახლავთ, რომ ერიდონ, დააიგნორონ პრობლემები, ან თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს, მათ ვერ ხედავენ“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, გაუცრუა თუ არა დასავლეთმა მას იმედები ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დასავლეთის მიმართ, თავდაპირველი, ენთუზიაზმი გაუქრა, თუმცა დღესაც მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები მაინც საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში.
„ზოგჯერ ისინი ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები, თუმცა ისინი საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში“, – აღნიშნა სააკაშვილმა და   დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით, ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
https://iwpr.net/global- voices/saakashvili-how-west- sold-out-georgia

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები