დავით ბერძენიშვილი: 2006 წელს, ფრაქციის სახელით, კენჭისყრაზე დსთ-დან გამოსვლის საკითხი დავსვი და „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა

“2006 წელს, ფრაქციის სახელით, კენჭისყრაზე დსთ-დან გამოსვლის საკითხი დავსვი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური“ პარტიის ერთერთმა ლიდერმა რადიო “პალიტრის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეცდომები იყო, ამის მიუხედავად, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვხედავთ რუსეთის აგრესიულობას და ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისგან დაცული ისევე, როგორც ესტონეთიდან დაწყებული სლოვენიით დამთავრებული ყველა დაცულია.
“დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა? რა თქმა უნდა, დაუშვა, რომ არ უნდა ყოფილიყო იქ, დსთ-ში, არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დასტურით რუსეთის სამშვიდობოდ წოდებული ძალები. მე კენჭის ყრამდე მივაღწიე 2006 წელს, დავსვი კენჭის ყრაზე, ფრაქციის სახელით, დსთ-დან გამოსვლის საკითხი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა. უნდა გამოვსულიყავით იმიტომ კი არა რომ საომარი მოქმედებები გვეტარებინა, იმიტომ რომ სამშვიდობო პროცესი დაგვეწყო ერთ და მეორე რეგიონში, ამ თვალსაზრისით ჩვენ შეცდომები გვქონდა, ამის მიუხედავად, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვხედავთ რუსეთის აგრესიულობას. ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისგან დაცული ისევე, როგორც ესტონეთიდან დაწყებული სლოვენიით დამთავრებული ყველა დაცულია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები