„6 აგვისტოს ქართული სოფლები იბომბებოდა, ქართულმა მხარემ თავდაცვაზე უარი გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებისთვის შანსი მიეცათ“

„6 აგვისტოდან ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები, ქართული მხარე ცალმხრივად წყვეტდა საპასუხო მოქმედებებს და, ფაქტობრივად, თავდაცვაზე გამოაცხადა უარი, რომ მოლაპარაკებებისთვის მიეცა კიდევ ერთხელ შანსი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნება“ იმიტომ ირჩევს 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად, რომ 7 აგვისტოს ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადება მიუხედავად იმისა, რომ 6 აგვისტოდან ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა. ქართული მხარე ცალმხრივად წყვეტდა საპასუხო მოქმედებებს და, ფაქტობრივად, თავდაცვაზე უარი გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთხელ შანსი მიეცა. მიუხედავად ამისა, ამ განცხადების შემდეგ გაგრძელდა ინტენსიური დაბომბვა ჩვენი სოფლებისა. დაინგრა პოლიციის შენობა სოფელ ქურთაში და გაგრძელდა რუსეთის სამხედრო მოქმედებები.
დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აცხადებს, რომ ომი, რეალურად, ქართველმა მხარემ დაიწყო და მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს სამხედრო მოქმედებების დაწყებაში.
რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ისტორიიდან ამ ეპიზოდების გაქრობა, თუმცა, ამით დაბრმავებული დღევანდელი ხელისუფლება, სააკაშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებაზე შურისძიების წყურვილით არის განწყობილი და ამით, რეალურად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ძალიან დიდი დარტყმას აყენებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები