ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2008 წლის კონფლიქტმა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება შეასუსტა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრიჩეკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება.
როგორც ჩეხმა მინისტრმა Twitter-ში საკუთარ გვერდზე დაწერა, კონფლიქტმა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება შეასუსტა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს შეიარღებულ კონფლიქტს, რომელმაც რეიგონული უსაფრთხოება და სტაბილურობა შეასუსტა. კონფლიქტი გახდა ტანჯვისა და უსამართლობის მიზეზი. ერთი თვის წინ, საქართველოში ვიზიტის დროს  ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიმყოფებოდი“, – დაწერა ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები