ელიზაბეთ რუდი: ნათელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დღეს  აგვისტოს ომის მსხვერპლთა “ძმათა სასაფლაოზე” იმყოფებოდა  და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე პოზიციებზე.

„ვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს, ასევე, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე პოზიციებზე, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”, რომლებიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებია. ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად ხდება, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცებას. მხარს ვუჭერთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. სრულად ვუჭერთ მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობ, ძალიან ნათელია – სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები