გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობა” დღესაც რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში დეოკუპაციის შესაძლებლობებსა და გზებზე საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად განეიტრალების შემდეგ გვექნება დეოკუპაციის რეალური შესაძლებლობა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” რევანშისთვის იბრძვის, “ქართული ოცნება” კი ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის შეფასებისას პრინციპული უნდა იყოს.
ექსპერტის აზრით, დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პრინციპულია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ის არაა პრინციპული “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეფასებაში. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. არსებული დღის წესრიგით შორს ვერ წავალთ – ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი გარეთ რუსეთისგან და შიგნით მოვთხოვთ პასუხი ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს მიშას. მშვიდობიანი მოლაპარაკებებიდასავლელი პარტნიორების ჩართულობით უალტერნატივოა! საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება!”, – აცხადებს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები