პრეზიდენტი ოკუპაციაზე: ვერ იქნება სტაბილურობა, სანამ ეს საკითხი იქნება გაყინული

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” მივიდა და გმირთა მემორიალთან დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან აგვისტოს ომი კიდევ ერთხელ შეაფასა.
„ჩემი მთავარი დღევანდელი მოვალეობა არის მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არასოდეს განმეორდეს; რომ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომსა და დაღუპულებს, დაკარგულ ტერიტორიებს და, მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი, რადგან გაყინული საკითხები აუტანელია. ვერ იქნება სტაბილურობა, სანამ ეს საკითხი იქნება გაყინული.
პირველ ყოვლისა, ჩვენი ვალია, ვიფიქროთ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რაც შეიძლება, არსებობდეს იმისთვის, რომ დავძლიოთ ოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და წავიდეს თავის გზაზე, რომელიც არის ძალიან ნათელი და რომლის წინ არაფერი უნდა იდგეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები