მამუკა ბახტაძე: ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს სრულ დეოკუპაციას მივაღწევთ

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2008 წლის ომმა საქართველოს ასეულობით მოქალაქე შეიწირა, მათ შორის – მშვიდობიანი მოსახლეობა.
„11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე.
ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი. ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი.
სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ, თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი; ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებითა და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას. პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნასა და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს!“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები