ელიზაბეთ რუდმა წეროვანში დევნილები მოინახულა – “აშშ საქართველოს გვერდით დგომას სიამაყით აგრძელებს”

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა წეროვანში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილები მოინახულა.
მისი განცხადებით, 11 წლისთავზე აშშ საქართველოს გვერდით სიამაყით დგას.
„საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომასა და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები