გიგა ბოკერია: სამარცხვინოა ყველა, ვინ სპეკულირებს, რომ საქართველო იყო ამ ომის თანამონაწილე

სამარცხვინოა ყველა, ვინც სპეკულირებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე ამ ომისა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომზე საუბრისას აცხადებს.
“იყო კონდოლიზა რაისის საჯარო განცხადებაც – რუსეთი პროვოკაციას მოგიწყობთო. იყო საპირისპირო კითხვაც. სად არის ზღვარი პროვოკაციასა და ისეთ ნაბიჯებს შორის რუსეთის მხრიდან, რომლის იგნორირებაც ქვეყნის ინტერესების დათმობას ანუ მოსახლეობის არდაცვას ნიშნავს – ანუ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის დაბომბვა, რომელიც ჩვენი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო და, პარალელურად, რუსეთის არმიის შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელსაც არცთუ ისე დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი თბილისამდე.
რა არის სუვერენული ხელისუფლების ვალდებულება ასეთ დროს – რეაგირება მოახდინოს თუ არა, როცა ჩვენ ეს კითხვა დავუსვით ქ. რაისს, მან თქვა, რომ ის ასეთ ნაბიჯებზე ვერ წავა. ჩვენი ბრალია, რომ ვერ ავუხსენით. პუტინი ასეთ ნაბიჯებზე წავიდოდა – ამას მივიღებდით კრიტიკად და არა იმას, რომ ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს ეთნიკურ წმენდაზე. საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა მოქმედებისა. კარგი იქნებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო და უფრო ადრე განხორციელებულიყო დიპლომატიური წნეხი. სამარცხვინოა ყველა, ვინც სპეკულირებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე ამ ომისა”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები