დავით ზალკალიანი: ვენესუელას მხრიდანაც გვაქვს რწმუნება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება იქნება გაწვეული

საქართველოს საგარეო მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის – რაულ ხაჯიმბას და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას რუსეთის ერთგვარ მცდელობად აფასებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მოახდინოს.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, ამაში ახალი არაფერია, რადგან მსგავს შეხვედრებსა და ფორმატს ისინი ადრეც მიმართავდნენ.
ზალკალიანის განცხადებით, ასეთი სახის ურთიერთობებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, რადგანაც მთლიანად მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, არშემდგარი ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ ე.წ. დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პიროებებში მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევა.
„ასევე, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ვენესუელასთან. დარწმუნებულები ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც, დემოკრატიული ტრანზიციის გზით, მოვა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვენესუელაში და მათი მხრიდანაც გვაქვს რწმუნება, რომ გაწვეული იქნება აღიარება“, – განაცხდა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობა არანაირ შედეგს გამოიღებს, რადგან საერთაშორისო სამართალი საქართველოს მხარეს არის.
წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები