დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე: უნდა ვაღიაროთ ის, რაც რეალურად იყო და ამ აღიარებაში ტალიავინის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია

სააკაშვილმა 2008 წელს ღრმა ჭრილობა მიაყენა საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას, რაც დღემდე არ არის მოშუშებული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, დაღუპული და დაჭრილი სამხედროები მიატოვა და თვითონ რიგი ედგა წითელ ხიდზე გასასვლელად.
„ამ დროს ადამიანებს ომის თემაზე ცენზურა დაუწესეს, მხოლოდ უნდა ეზეიმათ, თითქოს რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და მსოფლიოს მისი ზრახვები და ქმედებები დაანახვეს, თითქოს სააკაშვილი იწყებს რუსეთის შინაარსობრივ განწყობაზე ისტორიის ფურცლების წერას. რუსეთი დიდი ხანია იმპერიალისტური ზრახვებით ცნობილია მსოფლიოში”. – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ის, რაც რეალურად იყო და ამ აღიარებაში ტალიავინის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
„მიხეილ სააკაშვილმა სირაქლემას პოზიციაში ჩააყენა საკუთარი საზოგადოება, როდესაც ამ თემაზე საუბარზე ცენზი დაუწესა. ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ტალიავინის დოკუმენტით ხელმძღვანელობს. გარე სამყარო იყო ადეკვატური, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ამას მოსდევს ორი ვალდებულება: ერთი – სიმართლის აღიარების და მეორე – გააზრებული პოლიტიკა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში ჯდება და არაერთი პანიკური, მხოლოდ პიარზე მორგებული და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის გამყარების მიზნით წარმოებული პოლიტიკა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები