დიმიტრი ხუნდაძე: ტაბუ დაადეს თემას, წაგებული ომისა და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ქვეყანამ არათუ ამოისუნთქა, არამედ მას სუნთქვა შეეკრა.
ამის შესახებ ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  შოთა უტიაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ მიერ შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„საქართველომ არათუ ამოისუნთქა, ლამის სუნთქვა გააჩერა. ეს ამოსუნთქვა იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის, რამეთუ, გაყალბებული არჩევნების ფონზე, მათ ლეგიტიმაცია ჰქონდათ დაბალი და ეს ვითარება მათთვის ნამდვილად იყო დამატებითი სუნთქვის საშუალება და ეს მათ გამოიყენეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძე პარალელს ავლებს 20-21 ივნისს  რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან.
„თუ რუსეთის მხრიდან საფრთხეები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ ჯარს, პრაქტიკულად, შემოუძღვნენ და ლეგიტიმაცია თავისთავად აიწია. ახლა, ასევე, იყო მოთხოვნა, სანქციების გზით მათ ისევ წარმოეჩინათ წინა პლანზე რუსეთის საფრთხე და გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ამავე დროს, მაშინაც ტაბუ დაადეს თემას  და წაგებული ომისა და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე – ტერიტორიული თუ ადამიანური – მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს. ეს არის მათი დამოკიდებულება, და არამხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საზოგადოების დაკვირვებითაც. მაშინ იყო დაბალი ლეგიტიმაცია, წამოწიეს ასეთი გაუაზრებელი, თუარა მოღალატეობრივი ქმედებით. 20-21 ივნისის ღამესაც აბსოლუტურად იგივე მცდელობა ჰქონდათ. მაშინ პირდაპირი იარაღით, დღეს სანქციებით – რუსეთს ისევ თავისი ზრახვები გაეტარებინა და ამ ფონზე გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულიყო”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები