ნორვეგიის საგარეო უწყება რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ნორვეგიის მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია.
„ჩვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მტკიცეა. მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის უფლებას, აირჩიოს მომავალი გზა. XXI საუკუნეში „ინტერესთა სფეროებისთვის“ ადგილი არ არის.
საქართველო ნორვეგიის მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია. გვსურს, მომავალშიც განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, მხარს ვუჭერთ ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების გატარების ძალისხმევას. ამას ხელს შეუწყობს თბილისში გახსნილი ნორვეგიის საელჩოც.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა დავივიწყოთ. 11 წლის შემდეგაც ქართულ მიწაზე რუსული ჯარი რჩება, კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს და საქართველოდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები