რინას რინკევიჩი: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და საკუთარი ჯარი გაიყვანოს.
ამის შესახებ რინკევიჩმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 11 წელი გავიდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ლატვია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები