არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია დასრულდება, რადგან ის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დასრულდება, რადგან ის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ თალაკვაძემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
„დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები, ჩვენი აზრით, არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ  ატარებს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რაც ასეთი მოლაპარაკებების დროს იქნება მიღებული, არალეგიტიმურია. ბუნებრივია, ეს რუსეთის მხრიდან საერთო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია.
ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარებით. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ეს ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს შორის შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის საკითხის განხილვაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები