არჩილ თალაკვაძე: ადამიანის მიმართ აგრესია და საარჩევნო კამპანიის ამაზე დამყარება უნდა იყოს დარეგულირებული

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „საარჩევნო კოდექსში“ სიძულვილის ენისა და ანტისარეკლამო რგოლების განთავსებასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებაზე განცხადება გააკეთა, სადაც თხოვნით მიმართა ოპონენტებს და თქვა, რომ არ გააკეთონ ინტერპრეტაცია იმის შესახებ, თუ რა არის ქსენოფობია და რა არის სიძულვილის ენა – ეს მკაფიოდაა განსაზღვრული საერთაშორისო დოკუმენტებში.
„რამდენიმე ოპოზიციონერი ოპონენტის შენიშვნები ყურადღებით არის განხილული ამ ფორმატში. ჩვენ, ასევე, ვნახეთ საკმაოდ არაჯანსაღი სპეკულაციები ზოგიერთი ადამიანის მხრიდან, ვინც თავს დებს ამ სფეროს ექსპერტობაზე. მე ვთხოვ ყველას, რომ, პირველ ყოვლისა, ნახონ, რომ ქსენოფობიასა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაცია არის მოცემული ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ. პრინციპი არის ის, რომ სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოყენება საარჩევნო პროცესში უნდა დარეგულირდეს. ეს უნდა დარეგულირდეს არა ისე, როგორც ამას ხედავს ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ექსპერტობაზე დებს თავს, არამედ ისე, როგორც ეს არის მოცემული საერთაშორისო კონვენციებში, კერძოდ: ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, აქ სხვა ინტერპრეტაციებს ნურავინ გააკეთებს, ვინაიდან ის, თუ რა არის ქსენოფობია და რა არის სიძულვილის ენა, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო დოკუმენტებში. ეს არის კონკრეტული ნიშნით, კერძოდ: სქესის, რელიგიური, რასის, ეთნიკური ნიშნის საფუძველზე ადამიანის მიმართ აგრესია და კამპანიის ამაზე დამყარება უნდა იყოს დარეგულირებული. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა იყოს დარეგულირებული, მე პირდაპირ ვთხოვ, რომ ირიბ განცხადებებს კი ნუ გააკეთებენ თავისი მედიის საშუალებით, არამედ გამობრძანდნენ, ჩაატარონ ბრიფინგები და თქვან, რომ ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.ცნ
ობისთვის, მედიაექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში; ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა – მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები