ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

0

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გზის სავალი ნაწილი მაშინ გადაკვეთა, როცა შუქნიშანი წითელს უჩვენებდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი