ადა მარშანია: რუსეთში ჩვენი ვიზიტი მომხდარს შეარბილებს

ჩვენ გვაქვს ხალხის დავალება, რომ ჩამოვიდეთ აქ და მაქსიმალურად აგიხსნათ რა მოხდა თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პრორუსული პარტია “პატრიოტა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ რუს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ვიზიტი თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეარბილებს. “დიდი მოლოდინები გვაქვს ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით, რომ ამით რაღაც მხრივ შევარბილებთ იმას, რაც თბილისში მოხდა. უარი არ იქნება. ჩვენ ჩვენი ხალხისგან გვაქვს დავალება, რომ ჩამოვიდეთ აქ და მაქსიმალურად დავალაგოთ ყველაფერი და აგიხსნათ ის, რაც იქ მოხდა”,- თქვა მარშანიამ. შეგახსენებ, რომ პრორუსული აქტივობებით გამორჩეული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, გიორგი ლომიას ხელმძღვანელობით, რუსეთში გუშინ გაემგზავრნენ და იქ სხვადსხვა დეპუტატთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები