დავით შერაზადიშვილი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 6 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზარალა. სოფელ მამხუტში, ტალავერში, სოფელ ბოლნისსა და სოფელ ზემო ბოლნისში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიამ სახნავ-სათესი მიწები და საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და დაზარალებულებს კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების მოგვარება აღუთქვა.
მამხუტის, ტალავერის, სოფელ ბოლნისისა და სოფელ ზემო ბოლნისის გარდა, სტიქიამ სოფელი ტანძია, ბალიჭი, სამწევრისი, ფოლადაური და დაბა კაზრეთი დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები