ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტი: როცა გორში ჩავედი და დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაცია, ამან ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა

ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტის, კლაუდია როთმას თქმით, როდესაც მან გორის რაიონში მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაცია და აგრესია იხილა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირმა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს.
„არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილია და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა იმისთვის, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრირება მოხდეს. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, – განაცხადა ბუნდესტაგის ​ვიცეპრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები