გია აბაშიძე: სასიხარულოა ის, რომ ხელისუფლება ისმენს პროტესტის იმ მუხტს, საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში

0

ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოში მომდინარე მოვლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ქართული საზოგადოების გამარჯვება. მისი თქმით, საზოგადოების დღევანდელი პროტესტი ბევრი მიზეზის გამო სამართლიანია. „გაიმარჯვა, უპირველესად, ქართველმა საზოგადოებამ. არ  აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, გაიმარჯვა ქართულმა დემოკრატიამ. მაგრამ  სამწუხაროა, რომ ჩვენ ასე მტკივნეულად გვიწევს ეტაპობრივად სვლა, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ხელისუფლება ისმენს პროტესტის იმ მუხტს, საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სხვა მიზეზის გამო, დაგროვილი, მარგამ საბაბები გამოჩნდა, რაც იყო რეალურად, ამას აღარ ჩამოვთვლი. კარგია, რომ წინ მივიწევთ. კონსტრუქციულად უნდა ვიაროთ დემოკრატიული განვითარებისკენ, რასაკვირველია, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებითა და ხელშეწყობით. როგორც ხედავთ, გვჭირდება ამ ახალ დემოკრატიული სახელმწიფოს, სხვების გამოცდილების გაზიარება. უპრიანი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება“. – აღნიშნა ექსპერტმა. გია აბაშიძემ არჩევნების ნულპროცენტიანი ბარიერზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ გაითვალოს შემდგომი ნაბიჯები და ჩამოყალიბდეს მექანიზმი, რათ მშვიდობიანად და ნორმალურად მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
„შევადაროთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეტაპი მაშინ და ახლაც. ახლა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ვიხილოთ პარლამენტში დაჯგუფებები ცალკეული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მოთამაშეების. იქნება ეს პროევროპული მიმართულება თუ სხვა მიმართულება, როგორც ხდება, მაგალითად, ევროპარლამენტში. ცხადია, მოულოდნელობა იყო ყველასთვის, როგორ იქნება ეს ნულპროცენტიანი ბარიერი, ყველა ვერ შევა, რა თქმა უნდა, 150 ადგილია ამ პარლამენტში. ამიტომ ახლა უნდა დასხდნენ კონსტრუქციულად მოაზროვნენი და გათვალონ, როგორ იქნება შემდგომი ნაბიჯები და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მექანიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიანად და ნორმალურად მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი