ლეონიდ ჩერნოვეცკი უილიამ ტეილორს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

0

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს კვლავ უილიამ ტეილორი ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ კიევის ყოფილმა მერმა, საქართველოს მოქალაქემ, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა – ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ლეონიდ ჩერნოვეცკი უილიამ ტეილორის დანიშვნას მიესალმება და წარმატებას უსურვებს. აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო უილიამ ტეილორ! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე! მსურს, გისურვოთ, თანამდებობაზე ყოფნისას  მიაღწიოთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში უკრაინისა და თქვენი დიადი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების მეტად დაახლოვებას. და განსაკუთრებით – წარმატებას სამარცხვინო კორუფციის სრული აღმოფხვრის მიმართულებით, რომელიც აღარიბებს და დიდ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს!
მოხდა ისე, რომ უკრაინაში, ელჩის თანამდებობაზე თქვენი წინა დანიშვნის პერიოდი, კიევის მერად ჩემი არჩევის პერიოდს ზუსტად დაემთხვა. მე კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, თქვენი პატრიოტიზმი და უკრაინის მიმართ სიყვარული.

თქვენთან კონტაქტმა გაამდიდრა ჩემი წარმოდგენა ნამდვილი სახალხო დემოკრატიის შესახებ და მომცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა გაღრმავდება.
მახსოვს თქვენი წმინდად ადამიანური თვისებებიც: მორიდებულობა, სიკეთე და წესიერება და რაც მთავარია – რამდენი იშრომეთ, პირადად თქვენ, იმისათვის, რომ უკრაინაში კანონისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა გამეფებულიყოს! გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ყველაფერში, რასაც აკეთებთ!
პატივისცემით, კიევის ყოფილი მერი, უკრაინის პარლამენტის სამგზის დეპუტატი, ლეონიდ ჩერნოვეცკი“, – ნათქვამია წერილში,

R

კომენტარები

კომენტარი