მცხეთაში, მაშველებმა ქსნის ციხიდან 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მცხეთაში, ქსნის ციხიდან 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მათივე ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა.

“შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ეკიპაჟი. ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა. ამ დროისთვის თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები