პრემიერმა კრისტინ ლაგარდსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

0

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანლის ვიზიტი შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს.
„ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, სადაც ძალიან რთული დავალებები და ორიენტირები იყო მისაღწევი. ჩვენ ერთი წლის წინსწრებით შევძელით და დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ჩვენ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის მიღება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთელ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი პროგრამა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც – არსებული. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები გამოყოფილი ამ პროექტში, ისეთი, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, წვდომა ფინანსებზე, რაც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისთვის. აჩვენთვის პრიორიტეტულია ამ საკითხში წინ წაწევა. ეს, ასევე, ეხება ფინანსურ ტექნოლოგიებს, სტარტაპების წახალისებასა და, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ იდეას – განათლებას, იმ ერთადერთ სწორ გზას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ სწრაფი ტემპებით და დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი