შსს: 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51-ე საჯარო სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მოზარდებს შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 51-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი