ზაურ დარგალი: პრინციპული არჩევანი გავაკეთე და ხმა ჩვენი თავისუფლებისთვის მივეცი

0

მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მერის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. დარგალი N85 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

“მე დღეს არჩევანი გავაკეთე მარნეულის მომავლისთვის, მარნეულის განვითარებისთვის, ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის და რაც მნიშვნელოვანია, მე პრინციპული არჩევანი გავაკეთე და ხმა მივეცი ჩვენს თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.
ჩვენ გვაქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და დღეს  აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, მარნეულში მერის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი