სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ზუგდიდში ცვლილებებს

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

“ხმა მივეცი ზუგდიდში ცვლილებებს, სადაც ზეწოლის და კორუფციის ნაცვლად მთავარი არის ადამიანებზე ზრუნვა და სადაც არის განვითარება, დასაქმება თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ცვლილებების მოლოდინი. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ყველა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. მე სრულ მხარდაჭერას ველოდები და იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღეს ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნები იმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 107 უბანია, ხოლო ამომრჩევლების რაოდენობა – 120 837. ადგილობრივებს ხმის მიცემა საღამოს 20:00 საათამდე შეუძლიათ. მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მერი – ლაშა გოგია, ყოფილ ვიცე მერ გია გულორდავასთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ზუგდიდელები მერს 2 წლით ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები