დეკანოზი შალვა კეკელია: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის”, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის: ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ – არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები