ისრაელში პოლონეთის ელჩს თავს დაესხნენ

0

უცნობი მამაკაცი პოლონეთის ელჩს ისრაელში, მარეკ მაგეროვსკის თავს დაესხა.
შემთხვევა თელ-ავივში საელჩოს შენობასთან მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ynet-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, მაგეროვსკი საელჩოსთან იდგა, როდესაც უცნობმა მამაკაცი მას სიტყვიერად და ფიზიკურად თავს დაესხა. ელჩის განცხადებით, მას თავდამსხმელის სიტყვებიდან მხოლოდ სიტყვა “პოლონური” გაიგო.
პოლონეთის საელჩომ ისრაელის პოლიციაში განაცხადი დატოვა, ხოლო თავად მაგეროვსკიმ ისრაელის საგარეო უწყებაში საჩივარი დაწერა.
ელჩმა თავდამსხმელსა და მის მანქანაზე ფოტოს გადაღება მოასწრო. ამის დახმარებით პოლიციამ მამაკაცი ერთ საათში დააკავა. ელჩმა ისრაელის სამართალდამცავებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი