ახალციხეში თამარობა აღნიშნეს

თამარ მეფის ხსენების დღე  საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ქალაქ ახალციხეში.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თამარ მეფის ძეგლი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
დღესასაწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურისა და მე-2 საჯარი სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს სახელოვანი მეფის ეპოქა გაახსენეს, წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების მიერ თამარ მეფეზე დაწერილი ლექსები და საინტერესო ისტორიული ჩანაწერები, სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სამცხემ“ ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა.
შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, დეკანოზმა მამა სტეფანე ნადირაძემ, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა გვრიტიშვილმა, სკოლის პედაგოგმა ირმა გოგატიშვილმა და სხვებმა.
ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები