ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, 11 მაისს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკაში თბილისში მცხოვრები ვეტერანების 16 წლამდე ასაკის შვილებისა და შვილიშვილებისთვის უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდება.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან თბილისში, ლუბლიანას ქ. N 21-ში მოხდება.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები