მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა.
“თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა. შეგახსენებთ, რომ, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურებოდა. მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურ რეჟიმში – მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და – პირიქით”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, მატარებელმა დროულად გაჩერება ვერ მოასწრო და მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიში დაუდასტურეს.
აღნიშნული შემთხვევის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობს. შემადგენლობა დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით არ გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები