ვახტანგ ბერიძე: ჩემი არჩევის შემთხვევაში, მერი ხალხის გვერდით იდგება

0

ხულოს მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ვახტანგ ბერიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მერობის კანდიდატი პარტნარის, გელაურისა და საციხურის სოფლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მერობის კანდიდატს ის გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული პროექტები დაუსახელეს, რომელთა მოგვარებასაც ბერიძე გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად დგომა. მადლობა ასეთი გულთბილი დახვედრისათვის. თუ არა თქვები სიყვარული და თქვენი ჩემდამი პატივისცემა, ვერ გადავწყვეტდი, ვყოფილიყავი ხულოს მერობის კანდიდატი. მე, ფაქტობრივად, ამ ხეობაში ვარ დაბადებული, გაზრდილი. ვიცნობ ყველა ოჯახს, თითოეულ ადამიანს და ზუსტად ვიცი, რა არის ამ სოფლებში გასაკეთებელი. თითქმის ყველგან არის გზის პრობლემა. დარჩენილი მონაკვეთი აუცილებლად გაგრძელდება ჩემი გამარჯვების შემთხვევაში. ასევე, არის წყლის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც გვაქვს კონკრეტული გეგმა და, გამარჯვების შემთხევაში, ამ პრობლემასაც, რა თქმა უნდა, მოვაგვარებთ. მოსახლეობამ იცის ჩემი გეგმა, საქმის კეთება და სწორედ ამიტომ მიდგას გვერდში”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი